суббота, 4 октября 2014 г.

ტრენინგის I დღე
04.10.14
რტენინგის პირველი სამუშაო დღე დაიწყო ურთიერთგაცნობით. ტრენერმა, ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ, გაგვაცნო კურსის მოკლე აღწერილობა, გაეცნო ჩვენს სამუშაო გამოცდილებას პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების საქმეში.  ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად მოვახერხეთ გავცნობოდით  Viewer -ის სამუშაო პროგრამას, მსმენელისათვის გასაგები და საინტერესო იყო ინტელის  კურსი. გავეცანით შინაარსს, რესურსებს, ვისწავლეთ  დამხმარე ხელსაწყოების გამოყენება.
შევქმენით  საქაღალდეები, რომლებშიც გადავანაწინეთ დამხმარე დოკუმენტები: პორტფოლიოს ჩეკლისტი, პორტფოლიოს მახასიათებლების ჩეკლისტი, პროექტის გეგმა. ტრენერის მითითებით რესურსებიდან გამოვიყენეთ პროექტის გეგმის ნიმუში-,,რომეო და ჯულიეტა", რომელიც შევაფასეთ. ვთვლი, რომ აღნიშნული რესურსი დამეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში-კერძოდ , შევადგენ პროექტის მონახაზს, პროექტის თემის ჩამოყალიბებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий