понедельник, 27 октября 2014 г.

27,10.14
დღე მეცხრე
მოვისმინეთ პედაგოგთა  პრეზენტაციები. ნინო შათირიშვილმა წარმოადგინა თემა ,როგორ მივაღწიოთ წარმატებას" პედაგოგს კარგად ჰქონდა დაგეგმილი პროექტის მსვლელობა და შეფასების ფორმები მორგებული იყო პროექტის შინაარსს.
თამარ დათაშვილმა წარადგინა პროექტი-,,ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე", პრეზენტაცია იყო საინტერესო, მომხსენებელი მუშაობის პროცესშია და დამაჯერებლად წარმოადგინა სამოქმედო გეგმა.
ლალი როინიშვილის პროექტი-,,საქართველი-რუსეთის ურთიერთობები"
თემა აქტუალურია, საინტერესო, 
,,ელექტრონული ხელსაწყოები და ელხარჯი"-ქ-ნმა მზაღო საყურაშვილმა წარადგინა პროექტის გეგმა, საინტერესო იყო , ადგან აქტუალური და პრაქტიკული დანიშნულებისაა.
მარინე ლევიძე-,,ფრინველები  ჩვენი ცხოვრების ნაწილია- პროექტი დაეხმარება ბავშვებს იფიქრონ იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ფრინველების გაქრობა-გადასახლება ქალაქიდან.
მარინა გეჟაძემ წარმოადგინა პროექტი ,,წარმატებული ადამიანები. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий