воскресенье, 12 октября 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე
აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.
გავიხსენეთ წინა დღის სამუშაო, 
გავეცანით შეფასების მიძნებს, განვმარტეთ თითოეული მიზანი, დავაკონკრეტეთ, რომ სამი არის განმავითარებელი, და ერთი განმსაზღვრელი შეფასება.
შეფასების მიზანი:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
გამოვეყენეთ ბმული ვაივერიდან და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები: მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭროების შეფასების სტრატეგიები. ამოვარჩიე ის მეთოდი შეფასების, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის გარკვევაში პროექტზე მუშაობის დაწყებისას, ჩავსვი ჩემს გეგმაში. ჩემი აზრით, ეს ფორმა შეფასებისა მომცემს საშუალებას დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები საკითხის სიღრმისეულ შესწავლამდე.
შეფასების ერთერთი სტრატეგია არის თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება.ეს შეფასება საჭიროა პროექტზე მუშაობის პროცესშ, , შევარჩიეთ პროექტზე მუშაობის პროცესს ვაკვირდებით  მეთოდით პროექექტის გეგმები, ინტრუმენტად გამოვიყენებ ჩეკლისტს, რომელიც დამეხმარება ვაკონტროლო თანამიმდევრობა საკითხების, სამუშაოების შესრულების, ასევე მოსწავლეთა თვთრეგულერებად სწავლებას დავაკვირდები.
პროგრესის მონიტორინგი--განვიხილეთ რამოდენიმე მეთდი, თუმცა უპირატესობა დღიურს მივანიჭე.
გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისების მიზნით შევარჩიე მეთოდი ფოტო და ვიდეოჟურნალი,ფოტო და ვიდეო მასალა არის ის თვალსაჩინოება, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს და შეაგროვეს საბოლოო პროდუქტის წარდგენის მიზნით,  მეთოდი ვიდეო და ფოტოჟურნალები მისცემს მოსწავლეებს საშუალებას დააკვირდნენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და საწავლებლის მითითებით იზრუნონ ამ მასალის შევსება-დახვეწაზე.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების მიზნით  შეიქმნება სლაიდშოუ, ფოტოალბომი,  დაიდგმება ინსცენირება.
ტრენინგზე შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება მეთოდით ..ვიც-მინდა ვიცოდე-გავიგე". 
powerpoint-ში შევქმენი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლე სლაიდზე ვორდის დოკუმენტის, ლინკის დასმა, რაც ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. პრეზენტაცია შევინახე ჩემს პორტფოლიოში.შექმნილი შეფასების ფორმა, პროექტის ახალი გეგმა, პრეზენტაცია ავტვირთე დრაივზე.

1 комментарий:

  1. მაკა! როგორ მომეწონა შენი რეფლექსია. ყველაფერი დაწვრილებით გაქვს აღწერილი. რამდენი ცოდნა შეგიძენია. ყოჩაღ შენ!

    ОтветитьУдалить