27,10.14
დღე მეცხრე
მოვისმინეთ პედაგოგთა პრეზენტაციები. ნინო შათირიშვილმა წარმოადგინა თემა ,როგორ მივაღწიოთ წარმატებას" პედაგოგს კარგად ჰქონდა დაგეგმილი პროექტის მსვლელობა და შეფასების ფორმები მორგებული იყო პროექტის შინაარსს.
თამარ დათაშვილმა წარადგინა პროექტი-,,ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე", პრეზენტაცია იყო საინტერესო, მომხსენებელი მუშაობის პროცესშია და დამაჯერებლად წარმოადგინა სამოქმედო გეგმა.
ლალი როინიშვილის პროექტი-,,საქართველი-რუსეთის ურთიერთობები"
თემა აქტუალურია, საინტერესო,
,,ელექტრონული ხელსაწყოები და ელხარჯი"-ქ-ნმა მზაღო საყურაშვილმა წარადგინა პროექტის გეგმა, საინტერესო იყო , ადგან აქტუალური და პრაქტიკული დანიშნულებისაა.
მარინე ლევიძე-,,ფრინველები ჩვენი ცხოვრების ნაწილია- პროექტი დაეხმარება ბავშვებს იფიქრონ იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ფრინველების გაქრობა-გადასახლება ქალაქიდან.
მარინა გეჟაძემ წარმოადგინა პროექტი ,,წარმატებული ადამიანები. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში.