понедельник, 27 октября 2014 г.

27,10.14
დღე მეცხრე
მოვისმინეთ პედაგოგთა  პრეზენტაციები. ნინო შათირიშვილმა წარმოადგინა თემა ,როგორ მივაღწიოთ წარმატებას" პედაგოგს კარგად ჰქონდა დაგეგმილი პროექტის მსვლელობა და შეფასების ფორმები მორგებული იყო პროექტის შინაარსს.
თამარ დათაშვილმა წარადგინა პროექტი-,,ვსწავლობთ ჩვენს შეცდომებზე", პრეზენტაცია იყო საინტერესო, მომხსენებელი მუშაობის პროცესშია და დამაჯერებლად წარმოადგინა სამოქმედო გეგმა.
ლალი როინიშვილის პროექტი-,,საქართველი-რუსეთის ურთიერთობები"
თემა აქტუალურია, საინტერესო, 
,,ელექტრონული ხელსაწყოები და ელხარჯი"-ქ-ნმა მზაღო საყურაშვილმა წარადგინა პროექტის გეგმა, საინტერესო იყო , ადგან აქტუალური და პრაქტიკული დანიშნულებისაა.
მარინე ლევიძე-,,ფრინველები  ჩვენი ცხოვრების ნაწილია- პროექტი დაეხმარება ბავშვებს იფიქრონ იმ მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ფრინველების გაქრობა-გადასახლება ქალაქიდან.
მარინა გეჟაძემ წარმოადგინა პროექტი ,,წარმატებული ადამიანები. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს პროფესიის არჩევაში.

воскресенье, 26 октября 2014 г.

26.10.2014
დღე მერვე
გავიმეორეთ ახალი გვერდის შექმნა ბლოგზე და ახალი საქაღალდის ატვირთვა. დავასრულეთ პროექტის გეგმის შევსება.
შევაჯამეთ და შევამოწმეთ ყველა საქაღალდე და ყველა დოკუმენტი.
შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში, გავაკეთეთ კითხვარი, რომელიც  შეესაბამება ჩვენი პროექტის შინაარს, საშინაო დავალებად  დაგვევალა ფასილიტაციის ნიმუშებზე მუშაობა ვიუვერში არსებული მასალებით.

суббота, 25 октября 2014 г.

25.10.2014
დღე მეშვიდე
დასაწყისში გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები, სამუშაოები და  საშინაო დავალება. პედაგოგებმა წაიკითხეს პროექტის გეგმის პროცედურები, ტრენერის სათანადო მითითებებით გაკეთდა ჩასწორებები.
გავეცანის სწავლის სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს, შევქმენით შეფასების ფორმა მოსწავლეთა სხვადასხვა სწავლის ტიპის განსაზღვრისათვის.
გავეცანით ,,მხარდაჭერის" დოკუმენტებს, რათა უკეთ შეგვერჩია მხარდაჭერის ფორმა ჩვენი მოსწავლეებისათვის..შევქმენი პრეზენტაცია, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები შექმნიან სლაიდშოუს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

воскресенье, 19 октября 2014 г.

დღე მეექვსე

გავიხსენეთ წინა დღეს შესრულებული სამუშაო. დოკუმენტებში გავხსენით ,,მოსწავლის ნიმუში" და დავამატეთ სლაიდი ,,გამოყენებული ლიტერატურა". ტრენერის მითითებით დავმალეთ ბმულები იმ წარწერებზე და ფოტოებზე, რომლებიც გამოვიყენეთ სლაიდშოუს აგებისას. სამუშაო იყო საინტერესო, მარტივად გასაგები, პრაქტიკულად გამოყენებადი, 
,,მოსწავლის ნიმუშის" ატვირთვა ბლოგზე. მოსწავლის ნიმუშის ატვირთვის შემდეგ  ავტვირთე  მასწავლებლის პორტფოლიოც.
განვიხილეთ მოდული 5, ვიმუშავეთ პორტფოლიოს რუბრიკაში.განვიხილეთ თითოეული პროცედურის შეფასების კრიტერიუმი.
შევქმენით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა მოსწავლის ნიმუშის შესაფასებლად.ავტვირთეთ დრაივზე.

ქართული ხალხური თამაშები

суббота, 18 октября 2014 г.

მოსწავლის ნიმუში

ტრენინგის მეხუთე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე შესრულებული სამუშაოები,
მოდული 3
გავეცანით რჩევებს, რეკომენდაციებს,რომელიც დაგვეხმარება სწორად მივცეთ  რჩევები უკუკავშირისათვის. ტრენერის მითითებით შევედით დრაივზე, მოვნიშნეთ ჩვენი პრეზენტაცია და ვისწავლეთ მისი გაზიარება, სამუშაო რეჟიმში პრეზენტაციის გადაყვანა და ჩასწორება.
დრაივიში ატვირთული პრეზენტაცია გადავიყვანეთ სამუშაო რეჟიმში,დავწყვილდი კოლეგასთან და  ჩემი პრერზენტაცია გავუზიარე, დავუკომენტარე და მივეცი რჩევები უკუკავშრისათვის ქ-ნ ირმა ტიგინაშვილს   საკმაოდ საინტერესო პრეზენტაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის თემაზე.
რესურსებში  მოვძებნეთ ,,საავტორო უფლებების გაცნობიერება", გავეცანით პრეზენტაციას ამ საკითხთან დაკავშრებით,
მოდული 3--გავეცანით გამოყენებული ლიტერატურა (მარტივი ფორმატი)-ნიმუშს, googledan გადმოვწერე ფოტომასალა, და აღნიშნული ფორმა შევავსე. დოკუმენტი შევინახე საქაღალდეში ,,საავტორო უფლებები", როგორც დოკუმენტებში, ასევე ავტვირთე დრაივზე  საქაღალდეში ,,საავტორო უფლებები".
 გადმოტვირთული მასალის გამოყენებით შევქმენიოთ სლაიდშოუ, ვიყავით მოსწავლის პოზიციაში. სამუშაო იყო სახალისო, მრავალფეროვანი, მოვირგეთ მოსწავლის როლი და მათთვის გასაგებ ენაზე შევქმენით პრეზენტაცია, პროდუქტი ავტვირთე დრაივზე, საქაღალდეში-მოსწავლის ნიმუში. 

воскресенье, 12 октября 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე
აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა.
გავიხსენეთ წინა დღის სამუშაო, 
გავეცანით შეფასების მიძნებს, განვმარტეთ თითოეული მიზანი, დავაკონკრეტეთ, რომ სამი არის განმავითარებელი, და ერთი განმსაზღვრელი შეფასება.
შეფასების მიზანი:
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
გამოვეყენეთ ბმული ვაივერიდან და განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები: მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭროების შეფასების სტრატეგიები. ამოვარჩიე ის მეთოდი შეფასების, რომელიც დამეხმარება მოსწავლეთა წინარე ცოდნის გარკვევაში პროექტზე მუშაობის დაწყებისას, ჩავსვი ჩემს გეგმაში. ჩემი აზრით, ეს ფორმა შეფასებისა მომცემს საშუალებას დავადგინო მოსწავლეთა საჭიროებები საკითხის სიღრმისეულ შესწავლამდე.
შეფასების ერთერთი სტრატეგია არის თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება.ეს შეფასება საჭიროა პროექტზე მუშაობის პროცესშ, , შევარჩიეთ პროექტზე მუშაობის პროცესს ვაკვირდებით  მეთოდით პროექექტის გეგმები, ინტრუმენტად გამოვიყენებ ჩეკლისტს, რომელიც დამეხმარება ვაკონტროლო თანამიმდევრობა საკითხების, სამუშაოების შესრულების, ასევე მოსწავლეთა თვთრეგულერებად სწავლებას დავაკვირდები.
პროგრესის მონიტორინგი--განვიხილეთ რამოდენიმე მეთდი, თუმცა უპირატესობა დღიურს მივანიჭე.
გაგების შემოწმება და მეტაშემეცნების წახალისების მიზნით შევარჩიე მეთოდი ფოტო და ვიდეოჟურნალი,ფოტო და ვიდეო მასალა არის ის თვალსაჩინოება, რომელიც მოსწავლეებმა მოიძიეს და შეაგროვეს საბოლოო პროდუქტის წარდგენის მიზნით,  მეთოდი ვიდეო და ფოტოჟურნალები მისცემს მოსწავლეებს საშუალებას დააკვირდნენ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს და საწავლებლის მითითებით იზრუნონ ამ მასალის შევსება-დახვეწაზე.
გაგებისა და უნარების დემონსტრირების მიზნით  შეიქმნება სლაიდშოუ, ფოტოალბომი,  დაიდგმება ინსცენირება.
ტრენინგზე შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება მეთოდით ..ვიც-მინდა ვიცოდე-გავიგე". 
powerpoint-ში შევქმენი პროექტის პრეზენტაცია. ვისწავლე სლაიდზე ვორდის დოკუმენტის, ლინკის დასმა, რაც ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. პრეზენტაცია შევინახე ჩემს პორტფოლიოში.შექმნილი შეფასების ფორმა, პროექტის ახალი გეგმა, პრეზენტაცია ავტვირთე დრაივზე.

суббота, 11 октября 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე
გავიხსენეთ ტრნინგის მეორე დღე, შევაჯამეთ შესწავლილი მასალა, განვიხილეთ საშნაო დავალები. 
დავუბრუნდით viewer -ის ფორმას და დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა.  ჩამოვტვირთეთ  ბლუმის განახლებული ტაქსონომია, გავეცანით ზმნების კლასიფიცირების ცხრილს და შევადარეთ, იყო თ არა ჩვენს მიერ შერჩეულ ინდიკატორებში  გამოყენებული მაღალი დონის განმსაზღვრელი ზმნები. 
ტრენერის მითითებით   მოვძებნეთ viewer-ში   სასწავლო ამოცანების შემუშავება , განვმარტეთ ბუნდოვან დავალებებზეორიენტირებული ამოცანები, ვიმსჯეკეთ და განვმარტეთ ბუნდოვანების მიზეზი, შემდეგ ჩვენს გეგმებს მოვარგეთ სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული ამოცანები. ჩავწერეთ და ვიმსჯელეთ მათ პრაქტიკულ დანიშნულებაზე.გავეცანით 21-ს საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, რომლების დაგვეხმარება ამოცანების  წერისას.
 viewer-ში გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებს.გავიაზრეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატური და შინაარსობრივ კითხვებს .წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.
კურსის რესურსების საქაღალდეშ შევინახეთ დოკუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება მიმართულების მიცემაში.
ჩვენს გეგმებში შევავსეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით.



воскресенье, 5 октября 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე (05.10.14)
ტრენინგი დაიწყო წინა დღის რეფლექსიით, გავიხსენეთ შესრულებული სამუშაოები, ძირითადი მასალა,  ამის შემდეგ  წარვადგინეთ საშინაო დავალება-პროექტის თემის შნაარსი. ტრენერმა მოისმინა თითეული ნამუშევარი, შეაფასა ძლიერი და სუსტი მხარეები თემისა, გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებით შევავსეთ პროექტის სამუშაო გეგმა. ტრენერის მითითებით ესგ-დან  დავაკოპირეთ  საგნობრივი სტანდარტი, რომელიც მიესადაგება ჩვენს პროექტს. 
დავუბრუნდით Viewer-ს და დავიწყეთ ბუკლეტის შექმნაზე მუშაობა. მოვძებნეთ და ჩამოვტვირთეთ რესურსებში განთავსებული ბუკლეტის შაბლონი , გავეცცანით ბუკლეტის სტრუქტურას, მასალის განთავსების შესაფერის ადგილებს ბუკლეტის გვერდებზე,  google-ს საძიებო სისტემაში მოვძებნეთ ის ფოტომასალა, რომელიც შეესაბამება ჩვენი პროექტის თემას. ჩამოვტვირთეთ 5-6 ფოტო და განვათავსეთ ისინი ბუკლეტის  გვერდებზე. ვისწავლეთ ბუკლეტის გვერდებზე ფოტოებისა და ტექსტების ჩასმა, განვსაზღვრეთ ამ ტექსტებისათვის შესაფერისი განლაგება. შესრულებული სამუშაოები,  ბუკლეტის ნიმუშები, პროექტის გეგმა გადავგზავნეთ ჩვენს ელფოსტაზე. ვისწავლეთ word-ის ფაილების ,,გადათრევით: გადაგზავნა  საკუთარ ელფოსტაზე. დასასრულს  საშინაო დავალების სახით  უნდა  სრულად შევავსოთ პროექტის გეგმის ის ნაწილი, რომელშიც მივუთითებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, დაგვევალა ბუკლეტის დიზაინზე მუშაობა. 

суббота, 4 октября 2014 г.

ტრენინგის I დღე
04.10.14
რტენინგის პირველი სამუშაო დღე დაიწყო ურთიერთგაცნობით. ტრენერმა, ქალბატონმა მანანა კვინიკაძემ, გაგვაცნო კურსის მოკლე აღწერილობა, გაეცნო ჩვენს სამუშაო გამოცდილებას პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების საქმეში.  ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად მოვახერხეთ გავცნობოდით  Viewer -ის სამუშაო პროგრამას, მსმენელისათვის გასაგები და საინტერესო იყო ინტელის  კურსი. გავეცანით შინაარსს, რესურსებს, ვისწავლეთ  დამხმარე ხელსაწყოების გამოყენება.
შევქმენით  საქაღალდეები, რომლებშიც გადავანაწინეთ დამხმარე დოკუმენტები: პორტფოლიოს ჩეკლისტი, პორტფოლიოს მახასიათებლების ჩეკლისტი, პროექტის გეგმა. ტრენერის მითითებით რესურსებიდან გამოვიყენეთ პროექტის გეგმის ნიმუში-,,რომეო და ჯულიეტა", რომელიც შევაფასეთ. ვთვლი, რომ აღნიშნული რესურსი დამეხმარება საშინაო დავალების შესრულებაში-კერძოდ , შევადგენ პროექტის მონახაზს, პროექტის თემის ჩამოყალიბებას.