воскресенье, 5 октября 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე (05.10.14)
ტრენინგი დაიწყო წინა დღის რეფლექსიით, გავიხსენეთ შესრულებული სამუშაოები, ძირითადი მასალა,  ამის შემდეგ  წარვადგინეთ საშინაო დავალება-პროექტის თემის შნაარსი. ტრენერმა მოისმინა თითეული ნამუშევარი, შეაფასა ძლიერი და სუსტი მხარეები თემისა, გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებით შევავსეთ პროექტის სამუშაო გეგმა. ტრენერის მითითებით ესგ-დან  დავაკოპირეთ  საგნობრივი სტანდარტი, რომელიც მიესადაგება ჩვენს პროექტს. 
დავუბრუნდით Viewer-ს და დავიწყეთ ბუკლეტის შექმნაზე მუშაობა. მოვძებნეთ და ჩამოვტვირთეთ რესურსებში განთავსებული ბუკლეტის შაბლონი , გავეცცანით ბუკლეტის სტრუქტურას, მასალის განთავსების შესაფერის ადგილებს ბუკლეტის გვერდებზე,  google-ს საძიებო სისტემაში მოვძებნეთ ის ფოტომასალა, რომელიც შეესაბამება ჩვენი პროექტის თემას. ჩამოვტვირთეთ 5-6 ფოტო და განვათავსეთ ისინი ბუკლეტის  გვერდებზე. ვისწავლეთ ბუკლეტის გვერდებზე ფოტოებისა და ტექსტების ჩასმა, განვსაზღვრეთ ამ ტექსტებისათვის შესაფერისი განლაგება. შესრულებული სამუშაოები,  ბუკლეტის ნიმუშები, პროექტის გეგმა გადავგზავნეთ ჩვენს ელფოსტაზე. ვისწავლეთ word-ის ფაილების ,,გადათრევით: გადაგზავნა  საკუთარ ელფოსტაზე. დასასრულს  საშინაო დავალების სახით  უნდა  სრულად შევავსოთ პროექტის გეგმის ის ნაწილი, რომელშიც მივუთითებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, დაგვევალა ბუკლეტის დიზაინზე მუშაობა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий